ჭიაბერაშვილი: ჩინოვნიკების შენახვა 456 მილიონით მეტი გვიჯდება

ჩვენ ავიღეთ ნაერთი ბიუჯეტი [სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტები ერთად], იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ ჰქონოდა მანიპულირების საშუალება და შევადარეთ 2012 წლის პარამეტრებს. ვნახეთ, რომ ბიუროკრატიის ხარჯი 456 მილიონით არის გაზრდილი, ანუ დღეს ჩინოვნიკების შენახვა ჩვენ, საზოგადოებას გვიჯდება 456 მილიონით მეტი და დავსვით ძალიან მარტივი კითხვა - რა გააკეთა ივანიშვილის მთავრობამ ამ სამი წლის განმავლობაში საიმისო, რომ ის იღებდეს უფრო მეტ შრომის ანაზღაურებას ხელფასების, პრემიების, დანამატების სახით. სხვათაშორის, ამ თანხაში არ შედის მანქანების შეძენა, კომფორტის მოწყობა და ა.შ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები