თბილისის მერია

წულუკიანი: პრეტენზიები მაქვს ნარმანიასთან, მიხედოს სოფელ დიღომს

სოფელ დიღომში არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. მე ვცხოვრობ სოფელ დიღომში და ამ თემაზე ბატონ მერთან დათო ნარმანიასთან არა მხოლოდ ბევრჯერ გვისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. იმიტომ რომ სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუ ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს. იქ იგება გზები, დღესაც გადათხრილია ცენტრალური გზა და პროექტები არის რამდენიმე. ამჟამად მიმდინარეობს გზის გაჭრა, რომელიც ნაციონალების დროს არ არსებობდა იმიტომ, რომ ნაციონალებმა სოფელი დიღომი შეერთეს თბილისს, მაგრამ არ აინტერესებდათ იქ ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე, მაგრამ მიმდინარეობს ნელი ტემპით. ამიტომაც, მე მოვუწოდებ თბილისის მერიას, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს სოფელ დიღმით და ის რამდენიმეკილომეტრიანი გზა, რაც დაიგო (მართალია, სანიაღვრეების გარეშე, ჩვენდა სამწუხაროდ და ამით ვართ უკმაყოფილო), უკვე ძალიან მალე დასრულდება და ჩავა თბილისის საქალაქო სასამართლომდე. ასევე ცენტრალური გზა, სადაც არის გადათხრილი უკვე რამდენიმე დღეა და სანამ ყინვას დაიჭერს, უნდა დასრულდეს. ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ, მე როგორც რიგით მოქალაქეს, მცხოვრებს სოფელ დიღომში, მაქვს ბევრი პრეტენზია თბილისის მერთან და მერიასთან. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები