ეკოლოგია

აგულაშვილი: კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერს ძირითადად ავტომობილები აბინძურებენ

რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები. ეს არის ძირითადად დამოკიდებული ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია... კვლევებს ვაგრძელებთ. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებელები ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა და იმისათვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ჩვენ გვჭირდება ზომები მივიღოთ და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ავტოპარკი.

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები