ეკოლოგია

პრემიერი: შემდეგი ნაბიჯი დაზღვევა და სავალდებულო ტექდათვალიერება იქნება

მთავარი ამოცანა, ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და არა ის, რომ... მესმის, შესაძლოა ბევრი ადამიანი ავტომობილს იყენებს, იგივე ტაქსაობს ან რაღაც, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. შესაძლოა, ერთი კაცი გავანაწყენოთ, მაგრამ 10 და 20 ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. მე ვფიქრობ, ამაზე შეიძლება, საზოგადოებრივი აზრის კვევაც ჩავატაროთ, ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება, კომპანიებს ვთხოვოთ, ვინც შემოიტანს იმ კატალიზატორს, განვადებით რომ მისცენ, მაგრამ ეს საკითხი არის სასწრაფოდ დასარეგულირებელი. ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს... შემდეგი ნაბიჯი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იქნება. ამას დროში გავწერთ, რა თქმა უნდა, ერთიანად არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი ერთიანად გააკეთოს. ამას გარდა, ვიცი, რომ სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ გამონაბოლქვია.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები