თეორემა

ჩერგოლეიშვილი: 14 %-იანი რეიტინგის პარტია ძალაუფლების უზურპაციას ვერ შეძლებს

ივანიშვილი მცდელობას არ აკლებს იმას, რომ ძალაუფლების უზურპაციას მიაღწიოს. დინამიკაში ასე მოხდა: გამოქვეყნდა კვლევები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას აქვს 14 %-იანი რეიტინგი. 14 %-იანი რეიტინგი შევარდნაძის მმართველობას ჰქონდა სულს რომ ღაფავდა მაშინ. დაიწყო განტევების ვაცის ძებნა, დააბრალა ეს რუსთავი 2-ს. მას დიდი ხანი ჰქონდა თავში, რომ რუსთავი 2 უნდა ჩაეხშო, მაგრამ ბოლოს ფაქტობრივად კამიკაძესავით ეცა. ამ ეტაპზე ის დამარცხდა. ეს გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს ფაქტორმა - ამან შეუშალა ხელი. ახლა ეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ერთ-ერთი ფინიას, ქალბატონი იუსტიციის მინისტრის პირით. ეს არის ივანიშვნილის მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის უბადრუკი მცდელობა, უბრალოდ ის ვერ ითვალისწინებს იმას, რომ 14 %-იანი რეიტინგის მქონე პარტია ძალაუფლების უზურპაციას ვერ შეძლებს.

აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა "თეორემაში".

კომენტარები