ენერგოდამოკიდებულება

პრემიერი: ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია

მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითი დღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა და ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სწორედ ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები