სააკაშვილის მოქალაქეობა

სააკაშვილი: ამ გადაწყვეტილების მიზანია არჩევნებში კენჭისყრისკენ გზა დამიკეტოს

დღეს როგორც მითხრეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩამომართვა საქართველოს მოქალაქეობა. თავი დავანებოთ იმას, რომ ალბათ ეს კაცი მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუ ის საერთოდ შერჩება. ეს გადაწვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებულია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, მისი დაშინებული, ხავსს მოჭიდებული უუნარო ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ. მე მინდა ყველას შევახსენო, ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილის მოქალქეობის ჩამორთმევასა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის- ივანიშვილს, მას შემდეგ რაც მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, მაშინვე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის არ ეთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებზე და მივეცით ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩემი სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული, თავიდანვე მათ თქვეს, რომ მე აუცილებლად დამაპატიმრებდნენ, ეს თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა, მედვედევმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე მე იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს მე წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც მიდის საქართველოში-ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის, ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, ბროლა თავისუფლებისთვის. უკრაინის წარმატება და გადარჩენა დღეს არის სქართველოს მომავალი და გადარჩენა. დღეს, რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეგობრები აქ ვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვემსახურებით საქართველოს მომავალს, ჩვენს საერთო მომავალს. ამიტომ, მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ვერ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას, ვერავინ ვერ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე

კომენტარები