პენიტენციური სისტემა

პრემიერი: მთავარი ღირებულება ადამიანია, ციხეში თუ ციხის გარეთ

ჩვენი მთავრობის სახე გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული პრინციპების კიდევ ერთხელ წარმოჩენა, რაც არის სამართლიანობა და ჰუმანურობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ხელისუფალი იყოს სამართლიანი. სწორედ ეს ჰუმანური სახე არის იმის დამადასტრურებელი, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებზე, იქნებიან ესენი ჩვეულებრივი მოქალაქეები თუ პატიმრები. საბოლოო ჯამში, ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება მართლაც ადამიანია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება ეს ადამიანი ციხეში თუ ციხის გარეთ.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსჯავრდებულ ქალთა სპექტაკლის "ჩემი მძევალი ანგელოზების" შეფასებისას.

კომენტარები