რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილი: პარტიებმა მიზნად ახალ კომუნისტურ პარტიად ქცევა არ უნდა დაისახონ

თუკი რესპუბლიკური პარტია 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფორმულა თანაბრად ეხება ყველა პარტიას. თუ გვინდა მრავალფეროვნება, თავისუფლება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ საზოგადოებაში არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ე.წ. საკონტროლო პაკეტი 50 + 1. ამ ამოცანას პარტია არ უნდა ისახავდეს. პარტიისთვის ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნილება. მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ნახევარზე მეტი ჩვენნაირი. რატომ უნდა იყოს ჩვენნაირი, როდესაც ვიცი, რომ არ არის ჩემნაირი. მე თუ ამას მოვითხოვ, მერე სხვაც ხომ ჩემგან ამას მოითხოვს. სხვა შეეცდება იმას, რომ მე მაინცდამაინც მისიანი გავხდე. პარტიებმა უნდა გავაძლიეროთ, გავზარდოთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ არ უნდა დავისახოთ ამოცანად, რომ ახალ კომუნისტურ პარტიად მოვევლინოთ ამ ქვეყანას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კონფერენცია "დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის" სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები