აბრეშუმის გზა

კვირიკაშვილი: თითოეული გავლილი კონტეინერი ახალი სამუშაო ადგილის მომტანი იქნება

დღეს იყო საუბარი ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება, რა თქმა უნდა, ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლაც შავი ზღვის მეშვეობით და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში. დათვლილია პირდაპირ თუ რამდენად მნიშვნელოვანია.. თითოეული კონტეინერი, რომელიც გაივლის საქართველოში ახალი სამუშაო ადგილის მომტანი იქნება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის ჩამოსვლის შესახებ.

კომენტარები