პატიმართა შეწყალების კომისია

ელისაშვილი: თუ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ, მედიის მეშვეობით გავხსნი ამ ყველაფერს

ძალიან ღიმილისმომგვრელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, ამბობენ ჩემზე, რომ პოპულისტია მას არაფერი ხელში არ უჭირავს. მე ველოდები გამოძიებას და თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ, რომ გაჩუმდნენ მაინც გამოძიების დასრულებამდე?! შოთაძეს თუ ოდნავ მაინც პასუხისმგებლობა აქვს, ოდნავ მაინც თუ ჭკუა აქვს, ეს არის მისი გამოწვევა, რამდენიმე დღის დანიშნულია მთავარ პროკურორად, ახლა თუ ჩაფლავდა წარმოიდგინეთ... ისედაც რა სამარცხვინო დუქანია ეს პროკურატურა და როგორი სამარცხვინო გახდება კიდევ უფრო. თუ დავრწმუნდები იმაში, რომ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ აი გეუბნებით ხელის გულზე მიდევს ფაქტები და მედიის მეშვეობით რამდენიმე წუთში გავხსნით ამ ყველაფერს. 

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის გარშემო მიმდინარე გამოძიების შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები