ქუმსიშვილი: ხვალ კარგი დღე გვექნება. მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე

დეტალებში არ მინდა შევიდე, რადგან ეს არის ძალიან დიდი ჩამონათვალი იმ მოთხოვნების, რომლებიც საქართველოსთვის იყო გადმოგზავნილი და რაზეც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართული მხარე მუშაობდა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, ეს გამომდინარეობს იქედან, თუ რა სამუშაოები იყო შესრულებული. ყოველთვის არსებობს წინარე შეფასებები და წინარე შეფასებებით დადასტურებული გვაქვს, რომ ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ხვალ კარგი დღე გვექნება. მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ხვალ უნდა გამოქვეყნდეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები