საპენსიო რეფორმა

ჯაფარიძე საპენსიო რეფორმაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ტვირთი გადავა დასაქმებულზე

ეს [საპენსიო სქემა] 2%+2%+2% [დამსაქმებელი, დასაქმებული, სახელმწიფო] სინამდვილეში არის ბოდვას. ამას ყველაფერს სინამდვილეში გადაიხდის დასაქმებული. 2%-ს რომ საშემოსავლოდან მთავრობა უკან უბრუნებს დასაქმებულს, ეს დასაქმებულის ფულია. ის იხდის ამ საშემოსავლოს და მთავრობა ამას უბრუნებს. ეს არის დასაქმებულის გადასახდელი, ნებისმიერ შემთხვევაში ტვირთი გადავა დასაქმებულზე. მეორეა ის რომ ამის რესურსი ქვეყანას არ აქვს, ამაზე საუბარი იყო 2013 წლიდან, ვერ გაკეთდა და დიდი ალბათობით ვერც ახლა ვერ გაკეთდება. ასეთი სისტემის შექმნა არის ცუდი, ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის მთავარი ის არის, რომ ეს სისტემა თუ დაიწყებს მუშაობას, მისი შედეგის ნახვა შესაძლებელი იქნება 50 წლის შემდეგ. ბუნებაში არ არსებობს გარანტია, რომ ამ ხნის მანძილზე არ შეიცვლება ხელისუფლებები და მათ არ ექნებათ განსხვავებული პოლიტიკის გატარების სურვილი. თუ ეს სისტემა ამუშავდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ეჭვი მეპარება, სადღაც ყულაბაში ჩაიყრება ფული, რომელიც ჩვეულებრივ იქნება კორუფციის წყარო და რაც მომხდარა არაერთ ქვეყანაში, ეს სისტემა ან აფეთქდება, ან უბრალოდ ვიღაც ამ ფულს მოიპარავს. ზოგადად, არ არის სწორი, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს, რომ გინდა თუ არა საკუთარი სიბერის უზრუნველყოფვა გააკეთე აი ასე

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში თეორემა

კომენტარები