საქართველო-რუსეთი

ბადრიძე: უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ რუსეთი ითხოვს, უარი ვთქვათ ჩვენს მიწა-წყალზე

ამ ხელისუფლებას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების და ქვეყნის მომავლის ხედვა. რუსეთის გადმოგდებულ პატარა ანკესზე წამოგება, როგორც მინიმუმ, არასერიოზულია. მე მგონია, რომ ჩვენც, ვისაც წლების განმავლობაში გვიმუშავია საქართველოს პროდასავლურ კურსზე, მტყუანი ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება ასეთი კითხვა - რომელი ჯობია. თუ აქამდე არსებობდა სრულიად ჩამოყალიბებული ორი სტრატეგია - ერთს ჰქვია ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - აღმოსავლეთ პარტნიორობა და ის ითვალისწინებს იმას, რომ ევროპას სურს და ამას ხელს უწყობს, რომ იყოს გარშემორტყმული სტაბილური და წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოებით, რადგან ეს ევროპისთვის კარგია. რუსეთს ასევე გარკვეული აქვს სამეზობლო პოლიტიკა და რასაც ის აკეთებს საქართველოსა და უკრაინაში, არ ბადებს არანაირ ეჭვს, თუ რა უნდა რუსეთს, უნდა იყოს არასტაბილური, შეუმდგარი, კორუმპირებული სახელმწიფოებით, რომლებსაც ის ადვილად გააკონტროლებს და რომელთა მიმართ ევროპას არ ექნება არანაირი ინტერესი. იმისათვის, რომ ევროპასთან გვქონდეს უვიზო მიმოსვლა, ევროპა მოითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენ რეფორმები გავახორციელოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად. ანუ ჩვენთვის რომ გავაკეთოთ რაღაც კარგი. რუსეთი ჩვენგან ითხოვს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს პრეტენზიებზე საკუთარ მიწა-წყალზე, ჩვენი მოქალაქეების უფლებაზე, რომ დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, რომ ჩვენ არ შევუქმნათ დისკომფორტი საერთაშორისო არენაზე ისეთი რაღაცების მოთხოვნით, რასაც ევროკავშირი აღიარებს და ამაში გვეხმარება. ის, რომ ამაზე კიდე არსებობს დისკუსია, რომელი ჯობია, ეტყობა ჩვენი დანაშაულიც არის, რომ ჩვენ კარგად ვერ ავუხსენით ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ რამხელა განსხვავებაა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის გიორგი ბადრიძე გადაცემაში თეორემა

კომენტარები