რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე რუსეთზე: სოლიდურად და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ეს საგარეო კურსი

ჩვენ ასევე გუშინ მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხარეც აპირებს, გააუქმოს ან მნიშვნელოვნად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი. რუსეთთანაც ვცდილობთ ჩვენ, რომ ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები და ამის რაღაც პატარა ნიშნები ნამდვილად არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სოლიდურად, მშვიდად, ამავე დროს, პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ეს საგარეო კურსი და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

კომენტარები