ვიზალიბერალიზაცია

ვასაძე: ძალიან მადარდებს, როგორ შევინარჩუნებთ ქართველობას უცხოეთში

ყველანაირი ლიბერალიზაცია ცუდია, მაგრამ ვიზების გამარტივება არის ძალიან კარგი... გაისმის შიშები, რომ გაიხიკება ქვეყანა და ყველა გაიქცევა, რაც გასაგებია. მესმის ეს შიშები. პატრიარქიც დარდობს, მილიონი ემიგრანტი გვყავს, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ეთნოსი აქ ცხოვრობს მინიმუმ 6 ათასი წელი. ასეთი რამ არ მომხდარა, რომ 20 წლის მანძილზე მილიონი კაცი ერთიანად წასულიყოს. კიდევ ეს გვინდა? - ხალხი ამბობს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართველს რაც მეტგან ექნება გასავალი და საქმის კეთების შესაძლებლობა, ეს დამატებით გამოწვევას იწვევს. მე ძალიან მადარდებს, როგორ შევინარჩუნებთ ქართველობას უცხოეთში. ძალიან მალე ვკარგავთ ამას და ეს ტრაგედიაა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები