რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

უსუფაშვილი პუტინის განცხადებაზე: მხოლოდ ვიზებზე საუბარი ბევრს არაფერს ნიშნავს

მე არ მგონია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ სანაცვლოდ რაიმე გააკეთა ან სანაცვლოდ რაიმეს გააკეთებს საქართველო. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალიან დიდი ხნის წინ შემოიღო, 2011 წელს, თუ არ ვცდები. რუსეთის მხარეს იყო ეს საკითხი და ეს მათი გადასაწყვეტია. რაც მალე გადაწყვეტენ, უკეთესია რუსეთისთვის და საქართველოსთვისაც და საერთოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიდევ სხვა ნაბიჯებია რუსეთის მხრიდან გადასადგმელი. საქართველოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა. ახლა რუსეთის ჯერია, მოხსნას ეჭვები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საქართველო არ აღიარებს რომელიმე რეგიონს რუსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ასე რომ, ახლა რუსეთის ჯერია, უარი თქვას იმ აქტებზე, რომლითაც მან აღიარა აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოში კიდევ ორ სხვა სახელმწიფოსთან ერთად. ასე რომ, რუსეთი თუ დაადგება ამ სწორ გზას, კარგი იქნება. მაგრამ მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე საუბრის დაწყება, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მზად არის, საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნას.

კომენტარები