ვიზალიბერალიზაცია

ავრამოპულოსი: საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზა აღარ დასჭირდებათ

საქართველომ გაიარა ყველა ის რეფორმა, რომლებიც ნახსენები იყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ოთხივე ბლოკში. დღეს საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება. 2016 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები შენგენის ქვეყნებში. მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ბიომეტრიული პასპორტები, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმგზავრებენ.

განაცხადა ევროკომისიის წევრმა მიგრაციის, მოქალაქეობისა და საშინაო საქმეების საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა

კომენტარები