შეწყალების კომისია

ბესელია ნადირაშვილზე: ასეთი სცენარის შედგენაში ნადირაშვილი თავად მონაწილეობდა

ასეთ სცენარს თავის დროზე ადგენდა ნაციონალური მოძრაობა და ქალბატონი ნადირაშვილი ამ სცენარის დაწერაში თავად მონაწილეობდა ხოლმე. ის თავად არის აქტიური მონაწილე ბევრი უკანონო ქმედების. ის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს არის სასაცილო, იმიტომ, რომ ეს მას უკეთებია თავის პრეზიდენტთან ერთად იმ სასახლეში, სადაც ის იყო და მსახურობდა. ასეთ სიუჟეტებს იგონებდა და დგამდა. ეს არის ხელწერა იმ გუნდის, რომელსაც წარმოადგენს ნადირაშვილი.

ასე უპასუხა ეკა ბესელიამ ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სუს-ის წევრები ალეკო ელისაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავენ

კომენტარები