მედია და ეკლესია

დეკანოზი ილია: რუსთავი 2-ს რომ დაინახავ, "ფუი ეშმაკს" უნდა თქვა

ამ ეშმაკურ ყუთს და ასეთ რამეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე კურთხევას გაძლევთ. რუსთავი 2-ის ტელევიზია საერთოდ არ ჩართოთ. ეს არის ანტიქრისტეს ტელევიზია. ტელევიზიას რომ დაინახავ, მიკროფონს, ხმაც არ უნდა გასცე - "ფუი ეშმაკს" უნდა თქვა, გამოისახო პირჯვარი და გამოიხედო აქეთ.

დეკანოზი ილია ამ ფორმით მეუფე სპირიდონის დაცვას ცდილობს, რომელიც, მისი განცხადებით, ტელეკომპანიის მხრიდან ცილისწამების მსხვერპლია. დეკანოზი ილია ტოქშოუ არჩევანის იმ ეთერს აკრიტიკებს, რომელშიც მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში შექმნილ ვითარებასა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე იყო საუბარი.

კომენტარები