კოკაინის საქმე

კილაძე: თუ კობახიძე მესიჯების შინაარსს ვერ გაიხსენებს, ჩვენ მას გავახსენებთ

ქალბატონი კობახიძე იატაკქვეშეთში გადავიდა, რადგან ის თუნდაც ამ ეთერში საინტერესო საცირკო წარმოდგენებს აწყობდა. მე მაქვს ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ სწორედ სააღდგომო შეწყალების დღეებში მანანა კობახიძემ ერთ დღეს ალეკო ელისაშვილს 6 მესიჯი გაუგზავნა. თუ ქალბატონ კობახიძეს მეხსიერება არ დაუბრუნდება და შინაარსსაც ვერ გაიხსენებს, ჩვენ მათ დავეხმარებით შინაარსის გახსენებაშიც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავასაჯაროვე, იყო სრული სიმართლე და, თუკი სასამართლო იქნება მიკერძოებული და ჩემგან მოითხოვს ამ ფაქტების უარყოფას, მე ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებ და მზად ვარ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზეც. მათ უნდა იფიქრონ საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, როდესაც ინტერესდებიან მხოლოდ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებით. ამ დეპუტატების გარდა, იმედია, საზოგადოებას პასუხს მინისტრიც გასცემს, რატომ არის ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ანასტასია ზაუტაშვილი

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები