კოკაინის საქმე

კობახიძის ადვოკატი: ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს იყო ცილისწამება

მე ვიღიმოდი იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც სტუდიაში იყვნენ, უსვამენ ხაზს, რომ უყვართ ქვეყანა და სამართლის მოყვარულები არიან. ქალბატონი ელისო კი ამბობდა, რომ სასამართლომ რაც არ უნდა დამავალოს, არ შევასრულებო და მე ამაზე მეცინებოდა. ნუ დავამტვრევთ ღია კარს. ჩვენ ვილაპარაკოთ სამართალზე. სასარჩელო მოთხოვნა მარტივია, ის შეეხება ჩემი მარწმუნებლის, მანანა კობახიძის, პატივისა და ღირსების შემლახველი გამავრცელებელი ცილისწამებლური ფაქტების უარყოფას ან ამ ფაქტების დადასტურებას. ამის შემდეგ მხარეს აქვს ვალდებულება, გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, ამაზე უარი ვთქვით. შებოჭილი ვარ სამართლებრივი ვალდებულებებთ. იმას, რასაც სასამართლოზე ვიტყვი, აქ არ ვიტყვი. ეს არის ელემენტარული სარჩელი, ეს ჩვენი დასამტკიცებელია და ელისო კილაძეს სანერვიულო არაფერი არ აქვს. თუ ჩვენ ვერ დავადასტურებთ, რომ ეს ცილისწამება იყო, ვერ მოვიგებთ. არგუმენტები არის ის, რაც არის მოყვანილი ქრონიკა პლიუსის სკანდალურ განცხადებაში, რომელიც გაზეთში კილაძემ გამოაქვეყნა

მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები