კოკაინის საქმე

კობახიძის ადვოკატი: პრეზიდენტი ვინ არის, არ შეიძლება, მასაც მოეჩვენოს?

პრეზიდენტი ვინ არის, გამოჩენილი იურისტია, თუ არ შეიძლება პრეზიდენტსაც მოეჩვენოს? პრეზიდენტს აქვს ყველაზე დიდი ვალდებულება კონსტიტუციის დაცვისა და ყველაზე მეტად სწორედ მას მოეთხოვება ეს. თუ დანაშაულის ნიშნები იყო, მას ჰქონდა უფრო მეტი ბერკეტი და უფრო მეტი აქტიურობა გამოეჩინა. პროკურატურაში წარმომადგენლის გაგზავნა არ ნიშნავს ოფიციალურ მიმართვას პროკურატურისთვის. თუ არსებობდა ასეთი მაღალი თანამდებობის მიერ დანაშაულებრივი მაკვალიფიცირებელი მტკიცებულება, ის ვალდებული იყო უშიშროების საბჭოც კი მოეწვია. თუ პრეზიდენტმა ეს იცოდა და ეს დამალა, ეს უფრო დიდი დანაშაულია

მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები