მთის კანონი

ბედინეიშვილი მთის კანონზე: კარგი იქნებოდა, პრემიერი სოფელში დაგვემაგრებინა?

მთას თუ განვითარება უწერია, ის ისედაც განვითარდება. საქართველოში მთას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ხალხის ძალით დამაგრება მთაზე არ არის სწორი პოლიტიკა. თოკებით მართლა არავის არ დაამაგრებენ, მაგრამ ჯობია, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული არ იყოს მიმართული ფუჭი პროგრამებისკენ. კარგი იქნებოდა, პრემიერი რომ დედოფლისწყაროში დაგვემაგრებინა, საიდანაც ის არის წარმოშობით? - რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი. ადამიანებს მობილობის საშუალება უნდა მივცეთ. მობილობა ეკონომიკაში დოვლათს ქმნის. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოძრაობა იმის მიხედვით, თუ სად კეთდება ფული.

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და ESM-ის დეკანი გიგა ბედინეიშვილი მთის კანონთან დაკავშირებით მაესტროსთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები