პრემიერმინისტრის პოსტი

ღარიბაშვილი: ახლა ვაპირებ, დავისვენო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს

საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერმინისტრის პოსტზე. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი, მინდა, მას ვუსურვო წარმატებები. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად - სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით, მაშინაც. ახლაც 3 წელი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა, ვუსურვო კიდევ ერთხელ წარმატებები ბატონ გიორგის, მის გუნდს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნათელი, ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და გამოცხადების დრო სწორად შევარჩიე. ჩემი პრინციპი მთელს ჩემს ცხოვრებაში იყო, რომ გამარჯვებული გავსულიყავი იქიდან, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი. სწორი დრო შევარჩიე. ახლა ვაპირებ, დავისვენო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს

ამბობს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები