პრემიერმინისტრის პოსტი

ჯაფარიძე: კვირიკაშვილი გააგრძელებს იმას, რასაც 3 წელი ვუყურეთ

კვირიკაშვილი სხვა მინისტრებთან შედარებით არის გაცილებით კომპეტენტური ეკონომიკურ საკითხებში, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და გადაწყვეტილებას არ იღებენ ის მინისტრები, რომლებიც რეალურად არიან დანიშნულნი თანამდებობებზე. კვირიკაშვილი გააგრძელებს იმ სამთავრობო პროგრამის განხორციელებას, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ 3 წლის განმავლობაში და ქვეყანა შევა კიდევ უფრო ღრმა ჩიხში. მომავალმა პრემიერმინისტრმა, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ დაასრულებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიზღისა და პოლიტიკური დევნის კამპანიას; უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი გუნდის წინაშე მაინც დააყენებს დედაქალაქის მერის თანამდებობასთან შეუსაბამობის საკითხს.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებაზე

კომენტარები