რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კვირიკაშვილი: პუტინის განცხადებას პანჩურებით არ უნდა ვუპასუხოთ

რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა უნდა ისაუბრონ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე. შეიძლება, გვქონდეს შინაგანი სკეპტიციზმი, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ პანჩურებით, უგულებელყოფით და ყველა პოტენციალი, რომელსაც ამ მიმართულებით რუსეთის ხელისუფლება გააჟღერებს, კონსტრუქტივით მივიღოთ. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე ეს ჩვენ გაცილებით უფრო დადებითად წარმოგვაჩენს. ამ ურთიერთობებში ჩვენ უნდა გამოვწუროთ ყველა შესაძლო პოზიტიური პოტენციალი, რომელიც კი შეიძლება წამოვიდეს ამ მიმართულებით. სწორედ აქედან იყო გამომდინარე ბატონი პაატას განცხადება, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პოზიტივი, რომელიც კი გაჩნდება ამ მიმართულებით. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ახალი თაობები იზრდებიან, ისინი შორდებიან ერთმანეთს, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი განცხადება.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე. ზაქარეიშვილმა თქვა, რომ "პუტინის განცხადება დაეხმარება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და წამოვიდნენ რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე".

კომენტარები