საქართველოს პარლამენტი

კანდელაკი: ჩვენ დავუბრუნებთ ქვეყანას ნორმალურ განვითარებას

მესმის,რომ თქვენი [გიორგი კვირიკაშვილის] სურვილია, თქვენს წინამორბედზე უფრო ცივილურად გამოჩნდეთ, ეს მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. ეს შეუსრულებელ დაპირებებს ვერ უშველის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენებს, მე არ ვსაუბრობდი "ქართუ ბანკის" ბუღალტერიის თქვენეულ ვერსიაზე. ამ ბანკის მოგების გაზრდა მე მხოლოდ საილუსტრაციოდ მოვიყვანე, იმის მაგალითად, რომ ივანიშვილის გავლენები იზრდება. თუმცა, შემიძლია სხვა მაგალითებიც მოვიყვანო. იგივე ბათუმის მცირე პორტი, სადაც ივანიშვილის ინტერესებს მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი წარმოადგენს, მანგანუმის მოპოვება და ექსპორტი. აქაც მამაცაშვილია ჩართული. ის ჩართულია რკინიგზაშიც და ამას თვითონ ივანიშვილიც ადასტურებდა. თქვენ დაგავიწყდათ აღგენიშნათ, როცა ქართუ ბანკის მოგებაზე საუბრობდით, რომ რატომღაც ერთდროულად უამრავმა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებმა ანგარიშები გადაიტანეს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 350 ათას ადამიანს აქვს დოლარში კრედიტი, რისი გადახდაც უჭირთ. როცა ეს ხალხი გიყურებთ, მათ იციან, რომ ეს თქვენი ბრალიცაა, რადგან 3 წლის განმავლობაში სწორედ ამ მთავრობის წევრი იყავით. ჩვენ დავუბრუნებთ ქვეყანას ნორმალურ განვითარებას, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ეს ახალი მთავრობის პირობებში მოხდება, ყოველგვარი შურისძიებების გარეშე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები