რიგგარეშე სხდომა

კვაჭანტირაძე საჯაიას: რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, საარჩევნო სიაში რომ შეგიყვანეს?

მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ნეპოტიზმზე გველაპარაკებით, თქვენ რომელი სიით მოხვდით პარლამენტში? რა დამსახურება გქონდათ ასეთი? თქვენ ზუსტად მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე გიპასუხოთ. რა უნარ-ჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან, რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ? მაინტერესებს, გამცემთ პასუხს? ვერ გამცემთ. 

მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს მარიამ საჯაიას პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები