პატიმრების შეწყალება

ზაუტაშვილის შვილი: კობახიძეს არც უთხოვია ფული და არც შეგვითავაზებია

ქრთამის აღება და 200 ათასის გადახდა სისულელეა. ასეთი არაფერი ყოფილა. როდესაც მანანა კობახიძე ჩვენი ადვოკატი იყო, მას არც არასდროს უთხოვია ფული და არც შეგვითავაზებია არაფერი. ყოველთვის ვცდილობდით, რომ გამართლებულიყვნენ და ისე გამოსულიყვნენ დედაჩემი და სხვა ბრალდებულები. ფულზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი. შეწყალებაზე რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება, მაგრამ უარი მოუვიდათ.

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ქართული გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები