გაზპრომი

ბედინეიშვილი: იაფიანი და საიმედო გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება სისულელეა

'ალტერნატიული გაზის წყარო დივერსიფიკაციისთვის გვჭირდება' არის სულელური არგუმენტი და, აი რატომ: დივერსიფიკაციის ცნება ფართო მოხმარებაში ინვესტიციების მართვის მეცნიერებიდან შემოვიდა. აზრი (მარტივად) შემდეგია: იმის მაგივრად რომ მთელი ფული ერთ ფინანსურ ინსტრუმენტში (ვთქვათ აქციაში) ჩადო, როგორც წესი ჯობია ორ ან რამდენიმე ინსტრუმენტში გაანაწილო. ეს წესი მუშაობს თუ გაქვს ვთქვათ ორი ინსტრუმენტი, რომელთაგან ერთი უფრო რისკიანია (მაგრამ მაღალი მოგება უნდა მოიტანოს) და მეორე ნაკლებ-რისკიანია (თუმცა უფრო დაბალი მოსალოდნელი მოგება მოაქვს). ფინანსურ ბაზრებზე არსებული ლოგიკით, ჩვეულებრივ, უფრო მაღალი რისკის ინვესტიციები უფრო მაღალ მოგებას იძლევა. თუ ფულს ამ ორ ინსტრუმენტს შორის გაანაწილებ მაშინ შენ შეძლებ რისკი უფრო სწრაფად შეამცირო ვიდრე მოგება ან მოგება უფრო სწრაფად გაზარდო ვიდრე რისკი. ესაა დივერსიფიკაციის ხეირი.მაგრამ უფრო მაღალ-რისკიანი და დაბალი მომგებიანობის ინსტრუმენტის დამატებით შენს საინვესტიციო პორტფელში დივერსიფიკაციის ხეირს ვერანაირად ვერ მიიღებ - პორტფელის რისკიც გაგეზრდება და მომგებიანობაც დაიწევს. სულელი უნდა იყო ეს რომ გააკეთო (ან მავნებელი) უფრო იაფი (მომგებიანი) და საიმედო (დაბალი რისკის) აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლება უფრო ძვირი (წამგებიანი) და სახიფათო (მაღალი რისკის) რუსული გაზით დივერსიფიკაციას ვერ მოგვიტანს. სამაგიეროდ მოგვიტანს კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას. ანუ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ვაგებთ. ამას კალაძე ვერ გაიგებს, მაგრამ არა უშავს - ჩემს სტუდენტებს ესმით. არა გაზპრომს!

წერს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და ESM-ის დეკანი გიგა ბედინეიშვილი საკუთარ Facebook-ზე

კომენტარები