კალაძე gazprom-ზე: ტრაგედიებს რომ ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი

არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ ხელშეკრულებების პირობები შეიცვალოს, ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის, როდესაც გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება, ყველასთვის ცნობილი გახდება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებზე, ამიტომ რაღაც ტრაგედიებს რომ ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი.

თქვა რუსთავი 2-ის ცნობით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები