კალაძე: რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ გავხდებით, პრიორიტეტულ ვითარებაში ვართ

რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ვერ გახდება [საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული]. მე ვფიქრობ, დღეს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საქართველო არის მართლაც პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რადგან რეალურად გვაქვს შესაძლებლობა... ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობა არის დივერსიფიცირებული, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრივი აირი სოკარის მილსადენიდან, მივიღოთ ბუნებრივი აირი შაჰ დენიზიდან და გაზპრომიდან. ასევე, სამომავლოდ, ალბათ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუ საინტერესო იქნება თურქმენეთიდან წამოღებული ბუნებრივი აირი, ირანიდან წამოღებული ბუნებრივი აირი, თუ კონკურენტუნარიანი ფასები იქნება, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში, ქრონიკის კითხვაზე, "იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო უფრო მეტად არ გახდება ენერგოდამოკიდებული რუსეთზე".

კომენტარები