ინტერვიუ უილიამ კორტნისთან

კორტნი: საქართველოს შეიძლება, დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა

საქართველოს შეიძლება, დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა. ვგულისხმობ ტერიტორიის მოულოდნელ დასაკუთრებასა და ანექსიას, აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას. ჩნდება კითხვები: გააგრძელებს თუ არა რუსეთი აქტიურობას და შეუქმნის თუ არა სხვა მეზობლებს სამხედრო საფრთხეს. საქართველო ერთ-ერთი ამ მეზობელთაგანია. საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, მაგრამ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია და არც უკრაინისათვის მიუწოდებია იარაღი. უკრაინაცა და საქართველოც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას. დასავლეთის დახმარებას შეუძლია, ამ ქვეყნებს თავიდან ააცილოს აგრესია, რადგან აგრესორს მეზობლებზე თავდასხმის შემთხვევაში გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამერიკის ხმასთან საუბარში.

კომენტარები