ბიძინა ივანიშვილის როლი

ფანჯიკიძე: თუ არაფორმალური მმართველობის სისტემა არ შეიცვალა, არაფერი გამოვა

ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის როლი შემცირდება ქართულ პოლიტიკაში, მაშინ ვიტყოდით, რომ კვირიკაშვილის ამოცანა მარტო ის კი არ არის, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მიიყვანოს, არამედ კიდევ ძალიან ბევრი რამ შეცვალოს. მაგრამ რადგანაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემაა მთავარი შესაცვლელი და არც პრემიერის ან მინისტრთა კაბინეტის ცვლა არანაირ შედეგს არ მოიტანს, თუკი ეს მანკიერი სისტემა არაფორმალური მმართველობის არ შეიცვალა, მაშინ, რასაკვირველია, არაფერი არ გამოვა. შესაბამისად, ამიტომ ვამბობთ, რომ კვირიკაშვილის მთავარი ამოცანა სწორედ სტაბილურობის შენარჩუნება იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს.

თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის როლზე ტაბილას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები