კანდელაკი: მთავრობა აგრესიულად ცდილობს, საქართველოში გაიზარდოს რუსეთის გავლენა

დღევანდელი მთავრობა აგრესიულად ცდილობს, საქართველოში გაიზარდოს რუსეთის გავლენა. გაზპრომთან მიმდინარე პროცესი არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, უბრალოდ, ეს პროცესი არის ძალიან თვალშისაცემი. ვაღიაროთ, რომ მთავრობა ზიანდება ამ აგრესიული მცდელობით, რომ ჩავეხუტოთ გაზპრომს - იმ ორგანიზაციას, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში. მაგრამ ამას მაინც აკეთებს მიუხედავად იმ ზიანისა, რასაც იღებს. რუსეთზე დამოკიდებულება ენერგეტიკის მხრივ არის ძალიან სახიფათო და ნებისმიერ მომენტში შეუძლია ამ არაპროგნოზირებად სახელმწიფოს, შუქი ჩაგვიქროს და გაგვყინოს. 

ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები