აბაშიშვილი Gazprom-ზე: პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ გაზპრომთან დაკავშირებული საკითხი მისი მონაწილეობით განეხილათ მთავრობის სხდომაზე. ამ მიმართვის ძირითადი არსი იყო სწორედ ის, რომ აღნიშნულ, ძალიან მგრძნობიარე საკითხში ყოფილიყო მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ გარკვეული ტიპის ბუნდოვანებაა, კვლავ ისმის კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობა.

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები