იმნაძე: ათი ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა H1N1 ვირუსი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადის უკვე H1N1 ვირუსი, ისევე როგორც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში და ევროპის მთელ რეგიონში. შემიძლია ვთქვა, რომ ათი ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი ყოველგვარი გართულების გარეშე, ზოგმა მძიმედ, ზოგმა უფრო მსუბუქად. მთავარი და ძირითადი ისევ რჩება ექიმთან დროული მიმართვა, და კიდევ ერთი თხოვნა იქნება, რომ ავადმყოფმა ბავშვებმა არ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ასევე სამსახურებში ავადმყოფი ადამიანები ავრცელებენ გრიპს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები