იმნაძე: არ ველით, რომ ვირუსის გავრცელება ეპიდემიურ ზღურბლს გადააჭარბებს

დღეს ძირითადად ტრიალებს H1 ტიპის ვირუსი. ცოტა, მაგრამ მაინც არის შერეული H3 ტიპის ვირუსიც, რომელიც ასევე ძველი ვირუსია, დიდი ხანია დედამიწაზე ტრიალებს. მართალია ყოველწლიურად სახეცვლილება აქვს ხოლმე ერთსაც და მეორესაც, მაგრამ მაინც, უმრავლესობას ჩვენი თანამოქალაქეებისა, რაღაც იმუნიტეტი ამ ვირუსებზე უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რომ მიიღებს ფართო გავრცელებას და ჩვენი პროგნოზი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნახევარია ეპიდემიური ზღურბლისა, კიდევ მოიმატებს, მაგრამ ეპიდემიურ ზღურბლს არ უნდა გადააჭარბოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გადაცემაში "თეორემა"

კომენტარები