ლიტვინენკოს საქმე

გოგოლაშვილი: სახელმწიფოები უფრო გახსნილი ხდებიან პუტინის დანაშაულზე სასაუბროდ

ვლადიმერ პუტინი, რომელიც იყო ტრიუმფატორი და ეშინოდათ თქმა, რომ მას რაიმე აქვს ჩადენილი, ნელ-ნელა ხდება მონაწილე საკუთარი ტრაგედიისა, იმ კონტექსტში, რომ ის დანაშაულებები რომელიც მას აქვს ჩადენილი ნელ-ნელა ამოდის ზევით და ხდება საჯარო. ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ამ პროცესის შენელება, მგონია, რომ ფატალურად ვითარდება მისი კარიერა და მისი ბედი... საბოლოოდ მას მოუწევს პასუხის გაცემა იმ დანაშაულებებზე, რომელიც ჩადენილი აქვს და ჩემი აზრით, ეს დასვკნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეს არის იმის ნიშანი, რომ გარეთ გამოდის ყველა ის დანაშაულებები, რომელშიც პუტინი მონაწილეობდა პირადად. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მას ბრალი ედება დანაშაულებებში, მათ შორის საუბარია რუსეთში მოწყობილ ტერაქტებზე. მისი ლეგიტიმაციის დაკარგვა დაიწყო, ძალაუფლების დაკარგვას რომ დაიწყებს, სულ უფრო ხშირად გავიგებთ ჩვენ ასეთ ფაქტებს, მეტად გახსნილი გახდებიან სახელმწიფოები ასეთი ფაქტების მიმართ

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ლონდონის სასამართლოს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ლიტვინენკოს მკვლელობის უკან პირადად პუტინი იდგეს

კომენტარები