რელიგიის თავისუფლება

მშვენიერაძე: მოსამართლე ტაბაღუას არ ესმის რას ნიშნავს სეკულარული სახელმწიფო

კონსტიტუციაში არათუ მსგავსი, არამედ მსგავსთან მიახლოებული ჩანაწერიც არ არსებობს, რომ საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა. სახელმწიფო ცალსახაა რომ რელიგიას ემიჯნება, ის შესაძლებელოა კონსტიტუციის მეცხრე მუხლის შესაბამისად აღიარებდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში, ანუ წარსულში და არა ახლა, მაგრამ იმავდროულად აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას... ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიღებისას ჩვენ მხედველობაში უნდა ვიღებდეთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ უნდა ხდებოდეს მათი ღირებულებების შემოწმება. რამდენად ესმით ერთია და რამდენად იზიარებენ ამ ღირებულებებს. ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლე ტაბაღუა, რომელიც ასე მოქმედებს, არ ესმის რას ნიშნავს სეკულარული სახელმწიფო და რელიგიის თავისუფლება სახელმწიფოში. ამდენად, პრობლემას ვხედავ სისტემაშიც, რომელიც ამ ტიპის ფილტრის როლს ვერ ასრულებს მოსამართლეთა დანიშვნის დროს

GDI-ის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუას განცხადებაზე, რომ "კონსტიტუციაში წერია, რომ ქრისტიანები ვართ და ასულია კონსტიტუციის დონეზე რელიგია"

კომენტარები