კალაძე: გაზპრომთან ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

ავსტრიაში შეხვედრას რაც შეეხება, გაზპრომთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ, ქართულ მხარეს, გვინდა, მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების მიღების შემთხვევაში და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ალბათ, დავასრულებთ მოლაპარაკებებს. არ ვიცი, ამას გინდათ ულტიმატუმი დავარქვათ, გინდ მოთხოვნა დავარქვათ, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ - ქართულ მხარეს, გვაქვს სურვილი და გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირიც, რამდენიც იქნება მოთხოვნა.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

კომენტარები