არასაპარლამენტო ოპოზიცია

პრემიერი: მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან საუბრის ფორმატში გადავიდეთ

ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. გვინდა, დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რათა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რომ შეგვიძლია, ერთმანეთთან ცივილიზებულად ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ მართლაც სამაგალითო არჩევნები... ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება - არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე.

კომენტარები