ლარის გაუფასურება

ლეჟავა: მთავრობა იმისთვის არის, რომ შეამციროს ნეგატიური საგარეო გავლენები

საგარეო ფაქტორები მხოლოდ ნეგატიური არ იყო. იყო პოზიტიური საგარეო ფაქტორებიც, მაგალითად, ენერგომამატარებლებზე ფასის შემცირება, რაც ჩვენი იმპორტის ერთ-ერთი წილია და რაც ქმნიდა ვაჭრობის დისბალანსის დიდ ნაწილს. ასევე, ხორბლის ფასები განახევრებულია, ბევრ ისეთ საქონელზეა ფასი შემცირებული, რომელიც საქართველოს შემოჰქონდა. საგარეო ფაქტორები იმდენად არის მტკივნეული ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის, რამდენადაც ის არ არის მზად ასეთი შოკებისთვის. სხვადასხვა სიძლიერე შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკას ამ შოკების მიღების და გადამუშავების. ჩვენ რომ ბიზნესკლიმატი არ გაგვეუარესებინა და საინვესტიციო კლიმატი არ გაგვეფუჭებინა, ეს საგარეო ფაქტორები გაცილებით უფრო ნაკლებად იმოქმედებდა ჩვენზე. ამისთვის არსებობს ეკონომიკური მთავრობა, რომ შეამციროს ნეგატიური გავლენები, რაც ყოველთვის იარსებებს ამა თუ იმ სახით და გააძლიეროს პოზიტიური ფაქტორები. 

ეკონომისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები