ლარის გაუფასურება

მიქაუტაძე: მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს დოლარი

[სავალუტო კრიზისიდან] ყველაზე სწრაფი გამოსავალი არის ფისკალური პოლიტიკის შეცვლა, დეფიციტურ ხარჯვაზე უარის თქმა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენი ორგანიზაცია ასაჩივრებს სახელმწიფო შესყიდვებს ჩვენი კომპანიონების სახელით და ერთ-ერთი შესყიდვაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის რაღაცა IT მოწყობილობისთვის, 100 000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა. ცოტა უტრირებას ვახდენ, მაგრამ მე მგონი, შეუძლია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრს ერთი წელი გაძლოს უახლოესი IT ტექნოლოგიის გარეშე და ამით დაზოგოს 40 000 დოლარი, რომელიც უნდა გავიდეს ქვეყნიდან. ამასწინ მოვისმინეთ, რომ 40 ავტომობილი შეიძინა სუს-მა თავისი თანამშრომლებისთვის, ანუ რისი თქმა მინდა - მთავრობას რისი გაკეთებაც შეუძლია მოკლე ვადაში, არის ეს - ყველანაირად ხელი შეუწყოს, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს დოლარი და ასევე, არ გაუშვას მიმოქცევაში ლარი. როცა დეფიციტურ ხარჯვაზეა საუბარი, გაცილებით მეტი ზეწოლა მიმდინარეობს ლარზე. მე სხვა გამოსავალს მოკლევადიანს ვერ ვხედავ.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი გიგლა მიქაუტაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები