ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

მაღრაძე: ჯაფარიძემ აგრამუნტს უთხრა, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ბიჭი

ბატონმა თედო ჯაფარიძემ [პედრო აგრამუნტს] სიტყვით გამოსვლისას გაახსენა, რომ გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული ფინანსური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. საქართველო არ არის თავში ხელწამოსაკრავი ბიჭი, რომელსაც ხან იქ ახსენებ, ხან აქ. ბოლოს ბატონმა თედომ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ტიპის შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და გაგრძელდება თანამშრომლობა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი იმიტომ გვჭირდება, რომ მან შეასრულოს კონსტრუქციული როლი საქართველოს განვითარებაში.

თქვა რუსთავი2-ის ცნობით, ქართული ოცნების წევრმა გუგული მაღრაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი პრიორიტეტი გიგი უგულავას, ნადია სავჩენკოს და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება.

კომენტარები