პოლიტიკური პატიმრები

მაღრაძე: სავჩენკოსთან ერთად უგულავას ხსენება არ არის პოლიტიკურად კორექტული

სავჩენკოსთან ერთად კონტექსტში გიგი უგულავას ხსენება არ არის მიზანშეწონილი და პოლიტიკურად კორექტული იმიტომ, რომ გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული ფინანსური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. თედო ჯაფარიძემ ძალიან ხაზგასმით აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ბიჭი, რომელსაც ხან აქ ახსენებ, ხან იქ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებაზე, რომელმაც გიგი უგულავას პოლიტპატიმარი უწოდა.

კომენტარები