ლარის გაუფასურება

გოცირიძე: მთავრობა ყოველთვის განზე იდგა

რეალურად ეროვნული ბანკის ამოცანა არის ფულის მასის რეგულირება გარკვეულ ჩარჩოებში და მას აქვს თავისი ბერკეტები. მაგრამ მთავრობას ან ბანკს პარალელურად რომ გამოეყენებინა სხვა ინსტრუმენტები, ამ შემთხვევაში ლარის კურსზე ზემოქმედება აბსოლუტურად მინიმალური იქნებოდა. ეროვნული ბანკის ქმედება ჩანს მის ბალანსში. რაც შეეხება მთავრობას, მათი მხრიდან არ იყო გადაგმული ნაბიჯები მონეტარული სტაბილიზაციის მისაღწევად. მთავრობა იყო განზე და მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა პრობლემები, როდესაც უკვე გამოუვალი ვითარება იქმნებოდა

ეკონომისტი რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ლარის დევალვაციაზე

კომენტარები