ლარის კურსი

მაჭავარიანი: მთავრობამ უნდა შეამციროს ხარჯები

პირველ რიგში, მთავრობამ უნდა შეამციროს და შეაჩეროს ხარჯები - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იანვარში დაახლოებით 100 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ბიუჯეტში შემოვიდა - ამას ჰქვია დეფიციტური ხარჯვა. მთავრობამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ამოიღო გადასახადით. ამავდროულად დაემატა ის, რომ ტურისტული სეზონი, როგორც ჩანს, არ მიდის ისე კარგად, რაც არ უნდა პატაკი ჩაგვაბაროს მთავრობამ, რომ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. შეიძლება, ეს ტრანზიტის ხარჯზე გაიზარდოს, იმიტომ, რომ ფაქტია, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში არ არის. რაც არ უნდა იტრაბახოს მთავრობამ, რომ 140 საწარმო გახსნა, ფაქტია, რომ ექსპორტი გაჩერებულია. ასევე, რაც არ უნდა იტრაბახოს მთავრობამ, რომ ახლა უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2011 ან 2012 წელს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, სად არის ეს ფული, სად? თუ ეს ინვესტიციები პირდაპირ წავიდა ვინმეს ჯიბეში? ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შეამცირონ ხარჯები, მეორე რიგში - უნდა გაატარონ ეკონომიკური რეფორმები და წაახალისონ ეკონომიკა და შემდეგ უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. ეს მთავრობა უნდა წავიდეს - ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

კომენტარები