არჩევნები გარდაბანში

ბენიძე: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა

სამართლიანი არჩევნები აკვირდებოდა ამ არჩევნებს საკმაოდ მცირე მისიით და გარკვეული დასკვნები სულ ახლახანს გამოვავლინეთ, გადმოვეცით ჩვენი შეფასება და შეგვიძლია ამის შესახებ გესაუბროთ. ჩვენი შეფასებით კენჭისყრის დღემ უბნების გახსნიდან დახურვის ჩათვლით ჩაიარა ძირითადად მშვიდ გარემოში და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ, ფიზიკური დაპირისპირების და მსგავს არასასიამოვნო ფაქტებს. მაგრამ ეს იყო ძირითადად გარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევები. გარდა ამისა თვითონ უშუალოდ უბანს რაც შეეხება, რამდენიმე უბანზე გარკვეული პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში გარდაბნის არჩევნებზე

კომენტარები